დინამო თბილისი — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის "კარლ ცაისის" წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.
1981 წელს 13 მაისს. დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვება და თასების მფლობელთა თასის მოპოვება დაუვიწყარი ფურცელია თბილისის "დინამო"–ს და საერთოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 ლივერპულთან 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის ვესტ ჰემისა და კარდიფ სიტის, ასევე ჰოლანდიის ფეიენოორდის, იტალიის ნაპოლისა და ინტერის დამარცხება.
გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.
დინამო არის საქართველოს ჩემპიონატის ცამეტგზის გამარჯვებული და ცხრაგზის საქართველოს თასის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.
1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და დინამოც მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის დინამოს სახელი გადაერქვა და "იბერია" ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო მას ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.
მიმდინარე 2010 წელი დინამოსათვის წარუმატებელი გამოდგა გუნდი ვერ გავიდა ევროთასებზე და ვერც საქართველოს ჩემპიონატში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას