თავდაპირველად დინამო თბილისში და მოგვიანებით გაცვლით საარბრიუკენში თამაშის შემდეგ ქინქლაძემ სახელი გაითქვა მანჩესტერის კლუბში გადასვლისას 1995 წელს. უაღრესად ნიჭიერი, თუმცა ცოტა არ იყოს არასტაბილური მოთამაშე გულშემატკივართა ფავორიტი გახდა და 120 თამაშში 22 გოლი გაიტანა, თუმცა კლუბის გადარჩენა ორი რელეგაციისგან ვერ მოახერხა. საქალაქო კლუბის მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ ის ამსტერდამის აიაქსში გადადის £5 მილიონად.
დერბი ქაუნტის კლუბში გადასვლა შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა -- 65 თამაშში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. პრაიდ პარკის კლუბში ყოფნისას 2002/3 სეზონზე მაყურებელთა ფავორიტი ხდება და წლის მოთამაშის ტიტულს იხვეჭს. ქინქლაძე საქართველოს ეროვნული გუნდისთვის სულ 50-ჯერ გამოვიდა.ბოლო დროს თამაშობდა ყაზანის რუბინში,2007 წლის ზაფხულში მან კარიერა დაასრულა.
პოპულარულმა ბრიტანულმა mirror-მა დრიბლინგით გატანილი 10 საუკეთესო გოლის სია გამოაქვეყნა თავისი ვიდეომასალებით და მათ შორის მოხვდა გიორგი ქინქლაძის გატანილი ბრწყინვალე გოლი, რომელიც მან 1996 წელს ინგლისის პრემიერლიგაში გაიტანა. მაშინ "მანჩესტერ სიტის” 7 ნოერმა "საუთჰემპტონის” მთელ დაცვას რეტი დაასხა და მეკარე დეივ ბიზანტის რბილად გადაუგდო თავზე."ბრწყინვალე გოლი იყო და 1996 წელს საუკეთესოდაც აღიარეს პრემიერლიგაში. "სიტის” ქართველმა "ჯადოქარმა” "საუთჰემპტონის” დაცვა არაფრად ჩააგდო და თავხედურად იფინტავა მამათ შორის”, - წერს mirror-ი.გიორგის გოლი მეათე ადგილზე გავიდა, საუკეთესოდ კი არგენტინელი დიეგო მარადონას ლეგენდარული გოლი მიიჩნიეს, რომელიც გენიოსმა1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაუტანა ინგლისს. მეორე ადგილზეც არგენტინელის გოლი გავიდა - ოღონდ, რიკი ვილასი, რომელმაც 1981 წელს ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის” შეუგდო. ვილა "ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახლდათ.ათეულში ასევე მოხვდა ლეო მესის გოლი (მეექვსეზე გავიდა), რომელიც 2007 წელს "ბარსელონა”-”ხეტაფეს” შეხვედრაში გაიტანა. ასევე, შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცნობილი შედევრი (მეცხრეზე გავიდა) ჰოლანდიურ "აიაქსში” თამაშისას.
ლინკი